ჩიყვი და ჯარისებრი ჯირკვლის დაავადებები
ჩიყვი არის ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა მიზეზებით გადიდება. ფარისებრი ჯირკვალი არის კისრის წინა ნაწილში მდებარე პეპელას ფორმის, ჰორმონის მწარმოებელი ჯირკვალი. ჯარისებრი ჯირკვლის მიერ წარმოებული ჰორმონები უზრუნველყოფენ სხეულის ენერგიას ბატარეიის მსგავსად. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბის მდგომარეობას ჰიპერთირეოზი, ნორმაზე ნაკლებით უზრუნველყოფას კი ჰიპოთირეოზი ეწოდება. მაშინ როდესაც ჰიპერთირეოზის დროს პაციენტებს აღენიშნებათ ჰიპერაქტიურობა, გულის ფრიალი, გულისცემის გახშირება, გამწვავებული მადის მიუხედავად წონაში კლება, ნერვიული გაღიზიანება, კანკალი, ჰიპოთირეოზის დროს პაციენტებს აღენიშნებათ მოძრაობების შენელება, წონის მატება, სხეულში სითხის დაგროვება, კანის გამოშრობა, ყაბზობა.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასთან დაკავშირებული ამგვარი დარღვევების პარალელურად გვხვდება სტრუქტურული დარღვევებიც. ფარისებრი ჯირკვლის სრულად ან ნაწილობრივ მომატებისათვის დამახასიათებელ დაავადებებს ჩიყვს უწოდებენ. თურქეთის რესპუბლიკის მოსახლეობის 40% -ში გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებები, აღნიშნულის შესაბამისად ითვლება, რომ 20-30 მილიონი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე პაციენტი არსებობს. ჩიყვის წარმოქმნის სხვადასხვა ფაქტორი არსებობს, პირველ რიგში აღსანიშნავია:
- იოდის ნაკლებობა და გარემოს სხვა ფაქტორები
- მემკვიდრეობითი ფაქტორები
- თანდაყოლილი ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ
აღნიშნული ფაქტორებიდან ყველაზე გასათვალისწინებელია იოდის ნაკლებობა. ჩატარებული კვლევების მიხედვით თურქეთის რესპუბლიკაში თითო პირის მიერ დღეში მიღებული იოდის რაოდენობა საშუალოდ მისაღები რაოდენობის ¼ -ს შეადგენს. შუა ევროპის ქვეყნებში საცხობებში გამომცხვარ პურსა და გამოყენებულ სუფრის მარილში იოდის დაატებით იოდის ნაკლებობა და მასზე დამოკიდებული ჩიყვის პრობლემები საგრძნობლად არის მოგვარებული. თურქეთისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ჩიყვის არმქონე ადამიანების დაცვის მიზნით იოდის ნაკლებობის შევსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩიყვის მქონე პაციენტების მიერ ჩიყვისაგან თავის დაღწევის მიზნით იოდის მიღების შემთხვევაში, სარგებლობის მაგივრად ეს შესაძლებელია ზიანის მომტანი გახდეს.
ულტრასონოგრაფიის კისრის მიდამოში გამოყენების გახშირებასთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები უფრო ხშირად გხვდება. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიის დროს ჯირკვლის შენიშვნის შემთვევაში პაციენტს უტარდება სცინტიგრაფია; წოდებული მეთოდით მიიღება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური რუქა, რომლის მიხედვითაც დგინდება ასრულებს თუ არა თავის ფუნქციას ჯირკვალი. ჯირკვლს, რომელიც არ ასრულებს ფუნქციას, ცივ ჯირკვალს უწოდებენ და ასეთი ჯირკვლის კობოს განვითარების ალბათობა მაღალია. როდესაც 100 ჯირკვლიდან 5-15 -ში გვხვდება კიბო, ყოველი პაციენტისათვის კიბოს ფობიით ოპერაციის თავიდან აშორების მიზნით, წვრილი ნემსით ასპირაციული ბიოფსიის მეთოდით პაციენტების 95% -ში ხდება კიბოს სწორი დაიგნოზირება. ამგვარდ, დანარჩენ პაციენტებს უტარდებათ ჰორმონალური მკურნალობა და ხდება მათზე დაკვირვება, მხოლოდ ულტრასონოგრაფიით გამოკვლევის დროს ჯირკვლის გადიდების ჩვენების შემთხვევაში ხდება ქირურგიული ჩარევა. ამასთანავე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ასპირაციული ბიოფსიის დროს არსებობს 5% ცდომილება.
ოპერაციამდე კიბოს დიაგნოზის დასმა ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. თუ გარკვეული მოცულობით დატოვებული არის ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი და ამოღებულ ნაწილში ნანახი იქნა კიბოს უჯრედები, პაციენტს ხელმეორედ უკეთდება ოპერაცია დატოვებული ფარისებრი ჯირკვლის ამოსაკვეთად. ასეთი ოპრაცია პირველ ოპერაციაზე საგრძნობლად რთულია, ამიტომ ქირურგიული თვალსაზრისით სასურველია პირველსავე ოპერაციაზე საქმის ბოლომდე მიყვანა.
აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბო უმეტესად არის კეთილთვისებიანი. ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის ალბათობა ამერიკის შეერთებულ სტატებში გაიგავებულია შუნტირების ოპერაციის მქონე პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის ალბათობასთან. ჩვენთან კი ავარიებით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო მაღალია ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოსთან დაკავშირებით ბოლო წლების ერთ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა მედიცინაში მედულარულ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე დედის ან მამის სისხლზე განხორციელებული გენეტიკური ანალიზით, ბავშვზე დაავადების გავრცელების რისკის დადგენა. ბავშვებს, რომლემსაც აქვთ ასეთი ტესტზე დადებითი პასუხი, ასეთ ბავშვების 25-30 წლის ასაკში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ალბათობა არის 100%, ამიტომ ასეთი ბავშვების დაცვის მიზნით სრულად იღებენ ფარისებრ ჯირკვალს და უზრუნველყოფენ 100 % ჯანმრთელობას. აღნიშნული გენეტიკური კვლევის მედიცინაში გამოყენება აღნიშნულ სფეროში ერთ ერთ მნიშვნელოვან აღმოჩენად მიიჩნევა. ჩვენ გვყავს ასეთი პაციენტები და ოჯახები, მაგრამ როდესაც ბავშვებს არ აქვთ არანაირი დაავადება, დედების დათანხმება ოპერაციაზე საკმაოდ რთულია.
ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები სხვა ოპერაციებისაგან იმით განსხვავდება, რომ პაციენტის დაავადების შესაბამისად მხოლოდ ქირურგი კი არა, რამოდენიმე სხვადასხვა სპეციალობის ექიმი იღებს მკურნალობაში მონაწილებას, ექიმების ჯგუფი იღებს მკურნალობაში მონაწილებას: ენდოკრინოლოგი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, პათოლოგი, რადიოლოგი და ქირურგი, რომლებიც ერთად აფასებენ პაციენტის მდგომარეობას და ერთად იღებენ პაციენტის ჯანმრთელობისათვის ოპტიმალური მეთოდით მკურნალობის გადაწყვეტილებებს.
ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული შეკითხვები
რა არის ფარისებრი ჯირკვალი და რა ფუნქიას ასრულებს, როგორია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ჩივილები?
ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს კისრის არეში, სასუნთქი გზის გვერდით, ის წარმოქმნის ფარისებრ ჰორმონებს, რომელიც მონაწილებას იღებს ნერვული სისტემიდან დაწყებული საჭმლის მომნელებელ სისტემამდე, თითქმის ყველა სისტემისა და ორგანოს ფუნქციონირებაში. ასეთ ჯირკვლებს ენდოკრინული ჯირკვლები ეწოდებათ. ასეთი ჯირკვლების დაავადებების შემსწავლელ და მკურნალ დარგს ენდოკრინოლოგია ეწოდება, ასეთი ჯირკვლების ქირურგიას კი ენდოკრინოლოგიური ქირურგია ეწოდება.
ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ჩიყვი ეწოდება. თუ 60-იან წლებში, კისრის არეში ძალიან დიდი შეშუპებით ექიმთან მისული პაციენტები იშვიათობა იყო, დღესდღეობით უმეტესად check up შემოწმების, ულტრასონოგრაფიის დროს ან ხელით შემთხვევით აღმოჩენით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით უამრავი პაციენტი მიმართავს ექიმს. ამავე დროს მათ აღენიშნებათ ჰორმონების წარმოქმნის დარღვევები.
როგორ უნდა შევნიშნოთ ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები?
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერთიროზათ წოდებული უკონტროლო ჰორმონის წარმოქმნის მატება ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში ვლინდება წონის კარგვით (მადის მატების მიუხედავად), ასაკიან პაციენტებში ვლინდება გულისცემის გახშირებით, ხელების კანკალით, ოფლიანობით, სიცხის მიმართ არატოლერანტობით, ნერვული გაღიზიანებით, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევებით, თმების გათხელებით და ცვენით, ფაღარათით. უფრო ხშირად გხვდება ჰოპოთიროიდი, ანუ საჭიროზე ნაკლები რაოდენობით ჰორმონის წარმოქმნა, რომლის დროსაც სხეულზე და სახეზე შეშუპებები ვლინდება, ორგანიზმში სითხის დაგროვება, წონის მატება, ყასბობა, მესრტრუალური ციკლის დარღვევები, თმების გასქელება და ცვენა, კანის გამოშრობა, სიცივის მიმართ არატოლერანტობა, მოძრაობების და შემდგომ ეტაპზე ფსიქიკური ფუნქციების შენელება.
რა სიხშირით გხვდება თურქეთში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები?
მოსახლეობის 40%-ში, ხოლო ქალების 60%-ში გხვდება სხვადასხვა ზომის ფარისებრი ჯირკვლები. აღნიშნული ჯირკვლების 95% არის კეთილთვისებიანი, ხოლო 5% ფარისებრ ჯირკვლებში იმალება ფარისებრი ჯირკვლის კიბო. ჰიპერთიროიდის მიხედვით, უფრო ხშირად ნანახი პიჰოთირეოზის, ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პროცესების ბოლო წლებში სწრაფად მატებიდან გამომდინარე დაახლოებით 40 წლის ასაკში ქალებში 20% -ს მიაღწია.
რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ანთებით პროცესებს?
2000 წლიდან მარილის იოდიზირებით სამომავლოდ ჩიყვის პრევენციის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადადგმული. მაგრამ ასეთი პროგრამების ჩამტარებელ ქვეყნებში (არგენტინა, შვეიცარია) იოდიზირების შემდგომ 20 წლის განმავლობაში, ანთებითი პროცესი ანუ თიროიდიტი და მათ შორის ჰაშიმოტოს თირეოიდიტი და ამ ნიადაგზე განვითარებილი ფარისებრი ჯირკვლის კიბომ 4-5 -ჯერ იმატა. ჩვენს ქვეყანაშიც მდომარეობა ანალოგიურია. ამიტომ იოდიზირებული მარილის ბავშვებისათვის და გარდატეხის ასაკის ბავშვებისათვის მოხმარება, მოზარდებისათვის კი, განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მქონე პაციენტებისათვის კი არაიოდიზირებული მარილის გამოყენება იქნება მართებული. აქედან გამომდინარე, საჭმელი უნდა იქნას მარილის გარეშე მომზადებული, სუფრაზე კი ორი სამარილე უნდა იდოს, ბავშვებისათვის ოდიზირებული მარილით, მოზარდებისათვის არაიოდიზირებული.
რა არის საჭირო ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ადრეული დიაგნიზირებისათვის?
Check up სკრინინგის პროგრამებში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის ყველაზე მგრძნობიარე მაჩვენებელი არის TSH ჰორმონი და ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია. გარდა ამისა, როგორც ხალხის ჯანმრთელობის სკრინინგის დროს კეთდება ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისათვის მამოგრაფია ან საშვილოსნოს კიბოს დიაგნოსტირებისათვის ნაცხის აღება, ასევე ხალხის ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიას და ნემსით ბიოფსიას.
რას გვიჩვენებს ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული ბოლო მონაცემები?
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2005 წელი გამოცხადებული იყო ფარისებრი ჯირკვლის კიბოს წლად. ფარისებრი ჯირკვლის აპრილის თვის ჟურნალში (www.thyroid.org) გამოქვეყნებული სტატისტიკა ასეთია:
-2005 წელს დიაგნოსტირებული 25000 ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი დაავადებულია პაციენტები, რაც 1995 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად დიაგნოსტირებული პაციენტების გაორმაგებული რაოდენობა.
-90-იან წლებში სხეულის სხვა სიმსივნეებს შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 14-ე ადგილი ეკავა, 2000 წლისათვის კი ფარისებრი ჯირკვლის კიბომ 7-ე ადგილზე გადაინაცვლა.
-ქალებში 4%, მამაკაცებში 2% მატებით, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, სხვა სახის სიმსივნეებს შორის ყველაზე დიდი ტემპებით მატულობს.
- ქალებში უფრო ხშირად გამოვლენის მიუხედავად, მამაკაცებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შედეგად გარდაცვალების რისკი ძალიან მატულობს.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების მატებას ხშირად უკავშირებდნენ ჩერნობილის ავარიას, დღემდე გრძლედება თუ არა ჩერნობილის ავარიის ზემოქმედება?
ჩერნობილში რადიოაქტიური იოდის გაჟონვამ განსაკუთრებით იმოქმედა ფარისებრ ჯირკვალზე და განსაკუთრებით იმოქმედა ასევე განვითარების ასაკის ბავშვებზე. მაღალი დოზის გამო კიბო 4-5 წლის განმავლობაში გამომჟღავნდა და ინტენსიური სკრინინგით ათასობით ბავშვს ადრეულად დაუდგინდა დიაგნოზი და ოპერირების გზით მოხერხდა მათი გადარჩენა. იმ ასაკის ბავშვები ამჟამად არიან ზრდასრულები, დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს შეხება იმ რეგიონში ნაცხოვრებ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტებთან, სამწუხაროა, რომ იმ პერიოდში რაიმე სახის სკრინინგის არ ჩატარების გამო ვერ ვადგენთ პაციენტს იმ წლებში განუვითარდა დაავადება თუ შემდგომ პერიოდში. აღნიშნული საკითხის მიმართ უყურადღებობა მთელი მსოფლიოს დანაშაულია კაცობრიობის მიმართ.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტირებისათვის რა სახის აპარატურა გამოიყენება?
უფრო ადრე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და ფარისებრი ჯირკვლის სინტიგრაფია გამოიყენებოდა, დღესდღეობით სინტიგრაფია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დასადგენათ გამოიყენება, ჯირკვლებსა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დასადგენად უფრო მგრძნობიარე ულტრასონოგრაფიას ენიჭება უპირატესობა.
როგორ ანსხვავებენ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ავთვისებიანობას და კეთილთვისებიანობას?
ჩვენ ვაკეთებთ გვერდითი მოვლენების არ მქონე ნემსით ბიოფსიას და გამოცდილი პათოლოგი მას აფასებს. როდესაც პათოლოგი გვეუბნება, რომ არის კეთილთვისებიანი სიმსივნე ეს 95% შეესაბამება სიმართლეს, როდესაც გვეუბნება, რომ არის ავთვისებიანი, 99 % შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ ყველგან და ყოველთვის ურჩევთ ქირურგებს ოპერაცია არ გააკეთონ ნემსით ბიოფსიის ჩატარებამდე, რათა ოპერაციის ბოლოს არ წააწყდნენ სიურპრიზს.
გრძლდება თუ არა იმ პაციენტებზე მეთვალყურეობა, რომელთაც ბიოფსიის დროს არ დაუდგინდათ კიბო?
დაბალის რისკის მიუხედავად, გრძელდება მეთვაყურეობა, თუ ჯირკვლის გადიდება გაგრძელდა და სხვა მისი ზომებში მატება იწვევს ზეწოლას, მაშინ აუცილებლად ატარებენ ოპერაციას. მაგრამ ქირურგი ენდოკრინოლოგის მიზანს ფარისებრი ჯირკვალი კი არ წარმოადგენს, მისი მიზანია ამ ჯირკვლებს შორის დაფარული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მიგნება.
ფარისებრი ჯირკვლის ან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა როგორ ხორციელდება?
ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა არის ექიმების გუნდური საქმე. ქირურგი ენდოკრინოლოგის, ენდოკრინოლოგის, ბირთვული მედიცინის სპეციალისტის, რადიოლოგისა და პათოლოგისაგან შემდგარი ხუთ წევრიანი გუნდი, ერთი და იგივე ენაზე მოსაუბრე და სისტემატურად კონტაქტის პირობებში მყოფი გინდი იღებს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ასეთი სპეციალისტებისაგან შემდგარ გუნდს შეუძლია პაციენტის და დაავადების მკურნალობა.
ფარისებრი ჯირკვლის ქირურგია საჭიროებს დიდ სიზუსტეს, მგრძნობელობას და დელიკატურობას. ხმის იოგების და მეზობლად მდებარე პარათიროიდის ჯირკვლების თვალსაზრისით ოპერაცია მოითხოვს დიდ სიზუსტეს, ამავე დროს აუცილებელია ოპერაციის შემდგომ რეციდივის რისკის მინიმუმამდე დაყვანა. 2004 წლიდან, თანამდეროვე ტექნოლოგიური მოწყობილებების დახმარებით კისრის წინა ნაწილში ყელსაბამის მსგავსად ნაკერის დადების მაგივრად, ქალებისა და მამაკაცების არჩევანს წარმოადგენს 2,5 სმ-იანი ჭრილობით, მინიმალურად დახურული მეთოდით, ოპერაციის გაკეთება, რომლესაც გნებავთ კოსმეტიკური, გნებავთ პოსტოპერაციულ პერიოდში კისრის მოძრაობის, გნებავთ შეშუპების თვალსაზრისით არის უპირატესი.
რას წარმოადგენს ხალხში ატომურ თერაპიად წოდებული მკურნალობა და რა შემთხვევებში იყენებენ ასეთ მკურნალობას?
ატომური თერაპიას სამედიცინო ენაზე ეწოდება რადიაციული თერაპია, ის დაბალი დოზით ჰიპერთირეოზის მკურნალობისათვის, მაღალი დოზით კი ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობისათვის ან შორს წასული მეტასტაზების მკურნალობისათვის გამოიყენება. ჩერნობილში გაჟონილი ნივთიერებაც ასევე იყო ამ მკურნალობისათვის გამოყენებული რადიოაქტიური იოდი.
ჰიპერთიროიდის რომელი დაავადებების დროს არის მისაღები ატომური თერაპია?
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მიდგომა არსებობს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის ყველა ასაკის ჯგუფის პაციენტებზე და ყველა სახის ჰიპერთიროიდის დაავადებებზე გამოიყენება რადიაოაქტიური იოდი. თურქეთში ორთავე მეთოდი გამოიყენება, თუმცა ჰიპერთიროიდის დროს, თუ პაციენტის ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, ანუ მას აქვს ჩიყვი, ან არის საეჭვო ჯირკვლები ან პაციენტს აქვს მედიკამენტოზური მკურნალობის პრობლემები, რეკომენდირებულია ქირურგიული ოპერაცია.
ჰიპერთირეოზის მკურნალობის დროს ენიჭება თუ არა მნიშვნელობა პაციენტის არჩევანს?
როდესაც პაციენტი მოკლე ვადაში გეგმავს ფეხმძიმობას და დროის არ დაკარგვის მიზნით ან რადიაციული მკურნალობის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფეხმძიმობის სურვილის არ ქონების შემთხვევაში, უფრო მოკლე დროში შედეგის მიღებისათვისათვის უპირატეობას ანიჭებენ ქირურგიულ მკურნალობას. ზოგჯერ, როდესაც პაციენტი მოდის ჩვენთან ოპერაციის გასაკეთებლად, მას ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ქირურგიული ჩერევის გარდა მკურნალობის სხვა მეთოდებთან დაკავშირებით, ასეთი პაციენტები ხშირად ირჩევენ ატომური თერაპიის ან მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდს.
არის თუ არა ატომური თერაპიის შემდგომ გარკვეული შეზღუდვები?
აღნიშნული მდგომარეობა ცვალებადობს ქვეყნაში რადიოლოგიური რეგულაციების შესაბამისად. ჩვენს ქვეყანაში ჰიპერთიროიდისათვის გარკვეული დოზის ქვემოთ რადიაციის მიღების შემდეგ პაციენტს ვუშვებთ სახლში, მაგრამ მას ეზღუდება ერთი კვირის განმავლობაში ბავშვებთან მჭიდრო კონტაქტი. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის შემდგომ პაციენტს 5 დღით ვათავსებთ ტყვიის კედლებიან ოთახში, რადგანაც სხეული შეიცავს რადიაციას და არსებობს ახლობლებისათვის ზიანის მოტანის საშიშროება. პაციენტები ასეთ ოთახს ოზოლირებულ ოთახათ აღიქვავენ, მაგრამ გარკვეულ საავადმყოფოებში არსებობს ასეთი ლუქსი ოთახები, სადაც პაციენტები ახლობლებთან კონტაქტის გარეშე, მაგრამ მოუწყენლად ატარებენ განსაზღვრულ ვადას.
რომელი ტიპის დაავადება მოქმედებს თვალებზე?
თვალების გარეთ გამოწევა ან თვალის ქუთუთოების მაღლა აწევა ჰიპერთირეოზის განსაკუთრებულ მდგომარეობას ახასიათებს (ბაზედოვ-გრეივსის დაავადება). ასეთ დროს ჰიპერთირეოზის წარმატებული მკურნალობა თვალებზეც დადებით შედეგს ახდენს, მაგრამ გარკვეული ჯგუფის პაციენტებზე თუ თვალების კლინიკა გრძლედება ან პროგრესირებს, ასეთ შემთხვევებში საჭიროა თვალებზე გარკვეული ჩარევები.
რომელი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობისათვის გამოიყენება ქირურგიული მეთოდები?
ქირურგიული მკურნალობის მეთოდი გამოიყენება პირველ რიგში სამი ჯგუფის დაავადებების დროს. ამათთაგან პირველია ფარისებრი ჯირკვლის კიბო, რომელიც დადგენილია ნემსით ჩატარებული ბიოფსიის შედეგად ან ბიოფსიის შედეგად ეჭვი არის ჯირკვლის კიბოზე, მეორე ჯგუფს წარმოაგდენს სავარაუდოდ კეთილთვისებიანი, მაგრამ გაზრდის პროგრესის მქონე და ყელზე ზეწოლის მქონე ჯირკვლის შემთხვევა, მესამე ჯგუფს მიეკუთვნება ჰიპერთირეოზის დაავადებები, რომლებზეც ვერ ხერხდება მედიკამენტოზური ან რადიოლოგიური მკურნალობა.
ჰიპერთირეოზის ქირურგიული გზით მკურნალობის მიზანია დაავადების აღმოფხვრა და მისი რეციდივის პრევენცია. ამ მიზნით, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში გამოვლენილი და თვალებზე მოქმედი ბაზადოვ-გრავეასის დაავადებების დროს ქირურგიული ჩარევით ხდება ფარისებრი ჯირკვლის 95%-ის ამოკვეთა. ასეთი ოპერაციის შემდეგ პაციენტმა სიცოცხლის ბოლომდე უნდა მიიღოს ჰორმონი, ანუ ოპერაციის შემდეგ ჰიპერთირეოზის პროგრესირების ან შემდგომ პერიოდში რეციდივის მსგავსი ორი სახის გართულება იქნება აღმოფხვრილი. წამლების არ მიღება ქსოვილის დაცვის მიზნით, ზოგადად უშედეგოდ მთავრდება და პაციენტისათვის მეორე ოპერაციის მიზეზი შესაძლებელია გახდეს.
ფარისებრი ჯირკვალში გაზრდილი, მაგრამ კეთილთვისებიანი ჯირკვლის მქონე პაციენტებს როგორი მკურნალობა უტარდებათ?
თუ ასეთი პაციენტების ოპერაციამდე ბიოფსიით დაუდგინდათ ჯირკვლის კეთილთვისებიანობის ხასიათი, ასეთ შემთხვევებში ჯირკვლის მდებარეობის ადგილის სრულად ამოკვეთა ქირურგიისათვის პრინციპულ საკითხს წარმოადგენს. თუ საპირისპრო მხარე, ანუ ფარისებრი ჯირკვლის სხვა მხარე არის ჯანსაღი და პაციენტის ასაკი არის 50 წელზე მეტი, ასეთ შემთხვევებში ჯანსაღი ფარისებრი ჯირკვლის შენარჩუნება შესაძლებელია, იმიტომ რომ ასეთ ასაკში ჩიყვის ჩამოყალობების რისკი დაბალია. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში გახშირებული იოდის ნაკლებობის და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროთა განმავლობაში საგრძნობლად მატების გამო, ოპერაციიებზე იმატა ჯირკვლების ამოკვეთის რაოდენობამ და ასეთი მდგომარეობის მთელს მსოფლიოში არსებობის გამო ასეთი მეთოდი ზოგადად ყველგან არის მიღებული.
რა უნდა გაკეთდეს, თუ ფარისებრი ჯირკვლის კიბო დადგენილი იქნება ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდგომ?
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა იწყება ოპერაციით, რაც ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის სრულად ამოკვეთას. მაგრამ ეჭვის მდგომარეობაში ოპერაციაზე გამოძახებული პათოლოგის მიერ, ოპერაციის დროს, ქსოვილის გაყინვით შესაძლებელია მისი დიაგნიზირება.
რატომ არის ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა კომპლექსური?
ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა არის ჯგუფური საქმე. ენდოკრინოლოგი ქირურგის, ენდოკრინოლოგის, ბირთვული მედიცინის სპეციალისტის, რადიოლოგისა და პათოლოგისაგან შემდგარი ხუთეული, ერთ ენაზე საუბრითა და სისტამატური კომუნიკაციით წყვეტენ პაციენტის მკურნალობის საკითხს. მედიცინის სხვა დარგებისაგან განსხვავებით კომპლექსური მკურნალობა არის აუცილებელი სწორი კონცეფციის მისაღებად.
ფარისებრი ჯირკვლის ქირურგია არ არის მხოლოდ ერთი ნაკერის პროცედურის საქმე, ის არის ძალიან დიდი სიზუსტის, დელიკატური საქმე. განსაკუთრებით ხმის იოგების და მეზობელი პარათირეოზის ჯირკვლების თვალსაზრისით საჭიროებს ზედმიწევნით სუფთად და ზუსტად მუშაობას, ასევე ოპერაციის შემდგომ დავადების რეციდივის რისკის ნულამდე დაყვანას.
გამოიყენება თუ არა დახურული ოპერაციის მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის დროს?
თუ ადრე კისრის მიდამოში 6-7 სმ სიგრძის ყელსაბამის მსგავად ხდებოდა გაკვეთა, 2004 წლიდან, ბოლო ტექნოლოგიური აღჭურვილობის დახმარებით ხდება 2 სმ ზომის კვეთა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ არა მარტო ქალები, ასევე მამაკაცებიც, როგორც კოსმეტიკური თვალსაზრისით, ასევე ოპერაციის შემედგომ პერიოდში კისრის მოძრაობის და შეშუპების მსგავსი ფაქტორებიდან გამომდინარე. მაგრამ ასეთი ოპერაციების დროს პათოლოგმა უნდა გააკეთოს ამოკვეთილი ნაწილის შესწავლა და თუ წარმოიქმნება ეჭვი, საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის სრულად ამოკვეთა.
რამდენი დღე რჩება პაციენტი ოპერაციის შემდეგ სტაციონარში?
მინიმალური მეთოდით ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში პაციენტი იმავე დღეს იწერება სახლში, კლასიკური მეთოდით ოპერაციის შემთხვევაში პაციენტი 1 ღამით რჩება სტაციონარში, 24 საათის ამოწურვამდე იწერება სახლში. ოპერაციის შემდეგ, პაციენტები, რომლების იწყებენ ჰორმონალურ მკურნალობას, სხვა ადამიანების მსგავსად აგრძლებენ ჯანმრთელ ცხოვრებას.
ოცი წლის შემდეგ ჩიყვი ჩაბარდება ისტორიას (გამოცემა)
კვირის ბოლოს ოპერაცია, ორშაბათიდან სამუშაო გრაფიკის გაგრძელება
როგორც დოქტ. მეთე დურენი ამბობს, ადრე ყელსაბამის მსგავსად დარჩენილი ოპერაციის კვალი დღესდღეობით შეცვალა ,, კატის ბრჭყალის“ ფორმის კვალმა,მისივე თქმით ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ პაციენტს შეუძლია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს შრომითი საქმიანობა.
ჯერაჰფაშას სამედიცინო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის, ენდოკრინოლოგიური ქირურგიის განყოფილების ლექტორმა პროფ. დოქტ. მეთე დურენმა გამოაქვეყნა ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის საჭიროების შესახებ შეკთხვები:
პინგ-პონგის ბურთის მსგავსი...
-რომელი სახის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შემთხვევაში აკეთებთ ოპერაციებს?
ფარისებრი ჯირკვლების გამოკვლევის დროს ,,ნემსით ასპირაციის მეთოდით ბიოფსიის“ შედეგად ეჭვმიტანილ პაციენტებზე და კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებზე. დაკვირვების დროს, კეთილთვისებიანად მიჩნეულ ჯირკვლებზე და ზომებში გაზრდით ზეწილის გამომწვევი ჯირკვლების ვემთხვევაში. ეს ზომა 3-3,5 სმ მიღწევის შემდეგ გამოიწვევს ჩივილებს, ანუ დაახლოებით პინგ-პონგის ბურთის ზომის მიღწევისას... ადამიანის მიერ ამის შენიშვნა ძნელია. თუ ჯირკვლი არის კეთილთვისებიანი შესაძლებელი 3-3.5 სმ-მდე გაზრდამდე დალოდებაც.
-იკეთებენ თუ არა ჰიპერთიროიდის დაავადებების მქონე პაციენტები ოპერაციას?
დიახ, ჰიპერთიროიდის დაავადებების მქონე პაციენტებს უკეთდებათ ოპერაცია. ასეთი პაციენტების უმრავლესობას უტარდება რადიოაქტიური იოდით და მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ ზოგიერთები ასეთი მკურნალობით ვერ ღებულობენ შედეგს, ნემსით განხორციელებული ბიოფსიის შედეგად უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ჯერი დგება ქირურგიულ ჩარევაზე.
-სიმარლეს შეესაბამება თუ არა საინფორმაციო არხებით გავრცელებული ინფორმაცია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რაოდენობის ხუთჯერ გაზრდის შესახებ?
დიახ, გაიზარდა. ეს ამერიკაში ყველაზე სწრაფად მზარდი კიბოს სახეობას მიეკუთვნება, 14-ე ადგილიდან ის მე- 7 ადგილზე გადავიდა. ქალებში ის განსაკუთრებით სწრფად მატულობს. მამაკაცებში ეს დაავადება ხშირად ლეტალური შედეგებით მთავრდება.
-როგორ დგინდება ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანობა ან ავთვისებიანობა?
პაციენტს ვუტარებთ გვერდითი მოვლენების არ მქონე ნემსით ბიოფიის პროცედურას. მის შედეგებს აფასებს პათოლოგი. როდესაც პათოლოგი ამბობს, რომ არის ავთვისებიანი შედეგი 95 %-ით დასტურდება, ხოლო როდესაც პათოლოგი ამბობს, რომ ავთვისებიანია, შედეგი 99%-ით დასტურდება. ამიტომ ნემსით ბიოფსიის გაკეთებემადე არ ვურჩევ ოპერაციას. ოპერაციის ბოლოს გამოუცდელი ქირურგი შესაძლებელია ცუდ სიურპრიზს წააწყდეს.
-ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში არის შესაძლებელი პაციენტის მიერ შრომითი საქმიანობის გაგრძელება?
პაციენტი ერთი დღის შემდეგ სახლში ეწერება. შემდეგ დღეს მას უკვე შეუძლია შრომითი საქმიანობის გაგრძელება.
ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია რთულ ოპერაციებს შორისაა?
თურქეთის რესპუბლიკის ყველა რეგიონში, ყველაზე თანამდეროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, ყველაზე რთული ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციაც კი წარმატებით სრულდება. ნემსით განხორციელებული ბიოფსიის შედეგის მიხედვით, თუ შედეგი სუფთაა, პაციენტის კიბოს რისკი ასიდან 1 პროცენტია, ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში ასიდან 50 პროცენტია. კიბოს მქონე პაციენტის რისკი 99 პროცენტია. ასევე ასიდან 10 შემთხვევაში ნაცრისფერი ტერიტორია არსებობს: ნემსით ჩატარებული ბიოფსიის შედეგების მიხედვით ზუსტად საუბრის შესაძლებლობის არ ქონების გამო, ასეთი პაციენტისათვის ოპერაციის ჩატარების გარეშე დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ასეთი პაციენტების კიბოს რისკი არის ასიდან 10.
დროებითი ჩივილები
როგორია მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის დასმის შემდგომ?
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის დასმის შემდგომ ფარისებრი ჯირკვალი სრულად უნდა ამოიკვეთოს ოპერაციის გზით. ენდოსკოპიური გზით 2.5 სმ ჭრილობიდან ფარისებრი ჯირკვლის სრულად ამოკვეთა ხორციელდება.