მთავარი გვერდი

დაიბადა 1963 წელს ქალაქ სტამბულში. საშუალო განათლება 1974-1982 წელს მიიღო სტამბულის გერმანულ ლიცეუმში.

1982 წელს სწავლა დაიწყო სტამბულის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

1988 წელს დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი და იმავე წელს ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა რეზიდენტის სახით, რომელსაც  ხელმძღვანელობდა მისი მამა, თურქეთში თანამედროვე ენდოკრინოლოგიისა და ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიის დამფუძნებლი და პიონერი პროფ. დოქტ. ეროლ დურენი.

 რეზიდენტურის პერიოდში გოლჩუკის სამხედრო საავადმყოფოში მოკლე ვადიანი სამხედრო სამსახური დაასრულა.

1993 წელს ის გახდა ზოგადი ქირურგიის სპეციალისტი.

1995 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სან ფრანცისკო-კალიფორნიის უნივერსიტეტის, მისტ. ზიონის სამედიცინო ცენტრის ქირურგიის კლინიკაში მუშაობდა კლინიკის კვლევის  მეცნიერის სახით  მსოფლიოში განთქმული ენდოკრინოლოგ ქირურგ პროფ. დოქტ. ორლო კლარკის გვერდით.

1997 წელს გახდა ზოგადი ქირურგიის დოცენტი, 2003 წელს მიანიჭეს პროფესორის წოდება.

1988-2014 წლებში მუშაობდა სტამბულის უნივერსიტეტის ჯერრაჰფაშას სამედიცინო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში, ენდოკრინული ქირურგიის განყოფილებაში.

2008-2010 წლებში ის იყო ენდოკრინული ქირურგიის ასოციაციის თავმჯდომარე.

პროფ. მეთე დურენი 2010-2016 წლებში არჩეული იქნა საერთაშორისო ქირურგი ენდოკრინოლოგების ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად.

2016 წელს არჩეული იქნა ევროპის ქირური ენდოკრინოლოგების ასოციაციის კონგრესის თანათავმჯდომარედ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. მეთე დურენი 2016-2020 წლებისათვის არჩეული იქნა უეფას ჯანდაცვის კომიტეტის წევრად.