სტამბულის ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის პროექტი

2011 წლის იანვრიდან და 2012 წლის იანვრამდე სტამბულის მეტროპოლიის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალრი მომსახურების სამინისტროს, ჯანდაცვისა და ჰიგიენის სამმართველოს ექიმებისა და ჯერაჰფაშას სამედიცინო ფაკულტეტის ლექტორთა საბჭოს წევრის, პროფ. დოქტორ მეთე დურენის თანამონაწილებით წარმოებული აღნიშნული სამუშაოებით და სტამბულის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული თოზკოპარანის, შეჰზადებაშის, კაიშ დაღის სამედიცინო ცენტრებშში და ბეიოღლუს, კაგითჰანეს, შიშლის, სარიერის, ბეშიკტაშის, ფატის, გაზიოსნამფაშას, ეიუპის, ბეირამფაშას, ესენლერის, ზეითუნბურნუს, გუნგორენის, ბაქირქოის, ბეღჯილარის, კუჩუქცემეჯეს, ავჯილარის, ესენ იურთის, ბუიუკჩექმეჯეს, სუალტანბეილის, თუზლას, პენდიკის, უმრანიეს, უსკუდარის, ათაშეჰირის, კადიქოის, ბეიკოზის, სანჯაკ ტეპეს, მალტეპეს და კარტალის ქალთა და ოჯახის ჯანმრელობის ცენტრებში, სულ 2.858 პირმა ჩაიტარა ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი.

სკრინინგის პროგრამის გარდა პირებმა გაიარეს კლინიკური დათვალიერება და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტები და ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია.

სკრინინგში მონაწილეობა მიიღო ქალების 88%, ხოლო მამაკაცების 12%. (გრაფიკი -1)

გრაფიკი-1

სკრინინგში მონაწილეობა მიიღეს

საქესის მიხედვით განაწილება

 

მამაკაცები

ქალები

 

მამაკაცები

ქალები

სკრინინგში მონაწილე ქალებისა და მამაკაცების ასაკობრივი ზღვარი ორსავე სქესის წარმომადგენლებში უმეტესად არის 31-50 წლებს შორის. (გრაფიკი 2 ა და 2 ბ)

გრაფიკი -2 ა

სკრინინგში  მონაწილე ქალები

ასაკის მიხედვით განაწილება

გრაფიკი 2 ბ

დაკვირვებებში მონაწილე მამაკაცები

ასაკის მიხედვით განაწილება

 

სკრინინგში მონაწილე პირების 1.481 ნორმა, ხოლო 1.377-ს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები დაუდგინდა. დაავადებების აღმოჩენის პროცენტობა შეადგენს 48%. სკრინინგში პირველად მონაწილე პირებში ეუთიოროიდული ჯირკვლების ჩიყვის დაავადების თანაფარდობა არის 30%, პიჰოთირეოზისათვის კი 9%.

სულ სკრინინგში მონაწილეებს შორის 611 მულტინოდულური, 102 სოლიტარული ფარისებრი ჯირკვალი, 133 ეუთირეოიდული თირეოდითი, 8 ტოქსიკური ჩიყვი, 2 დიფუზიური ტოქსიური ჩიყვი, 35 განმეორებითი ჩიყვი, 62 თირეოდიქტომიის შემდგომ ნორმალური ანალიზები, 2 პარათირეიდული ადენომა, 401 ჰიპოთირეოზი, 21 T4 მქონე ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტი იქნა გამოვლენილი.

სიკინინგში მონაწილე პაციენტებიდან 162 პაციენტს ჩაუტარდ ნემსით ბიოფია, 41-ს ჩაიტარდა ქირურგიული მკურნალობა. ბიოფსიის მსურველებიდან 129 პაციენტიდან 51 პაციენტს ჩაუტარდა ბიოფსია, აქედან 3-ს ფარისებრი ჯირკვლის კიბო აღმოაჩნდათ, ორმა პაციენტმა ამოღებული მასალის სიმცირის გამო სურვილი გამოთქვა ბიოფსიის განმეორებაზე. 46 პაციენტს აღმოაჩნდა კეთილთვისებიანი კიბო. იმ პაციენტებთან განხორციელებული სატელეფონო საუბრით, რომელთაც რეკომენდებული აქვთ ქირურგიული მკურნალობა, 22 პაციენტიდან 7 გაიკეთა ოპერაცია.

და ბოლოს: სტამბულის მოსახლეობის 39% აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. აღნიშნულმა მდგომარეობამ გამოავლინა საზოგადოების აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირების, სკრინინგის პროგრამების მეტი სიხშირით განხორციელების აუცილებლობა.